ბავშვი თანმხლები პირის გარეშე

Georgian Wings საკუთარ რეისებზე, მიიღებს ბავშვებს თანხმლები ზრდასრული ადამიანის გარეშე, გარკვეული პირობებით.

ბავშვი თანხმლები პირის გარეშე (UMNR) ითვლება ადამიანი, რომელიც მოგზაურობს ზრდასრული ადამიანის თანხლების გარეშე:

  • 5-დან 18 წლამდე ასაკის, თუ პირი არის საქართველოს მოქალაქე
  • 5-დან 12 წლამდე ასაკის, თუ პირი არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე

ტრანსპორტირებისას, დამატებითი გადასახადი შეადგენს 50 ევროს თითო ბავშვზე, თითო რეისის სეგმენტზე.

 

მშობლების ან მეურვეების მოვალეობები:

  • საჭირო სამგზავრო დოკუმენტაციის წარმოდგენა- ბილეთი, პასპორტი, მშობლის ან მეურვის ნოტარიულად დამოწმებული ნებართვა, გაცემული ავიაკომპანიაზე
  • გამგზავრებისას უფლებამოსილი ზრდასრული პირი უნდა დარჩეს აეროპორტში რეისის გაფრენამდე
  • უფლებამოსილი ზრდასრული პირი, რეისის მოფრენისას უნდა იყოს აეროპორტში, მოფრენის ფაქტობრივ დროს
  • შეავსოს და მოაწეროს ხელი UMNR-ის ესკორტირებასთან დაკავშირებულ ფორმას
  • იმ შემთხვევაში, თუ ჩაფრენისას ბავშვს არ დახვდება მშობლების მიერ მითითებული ზრდასრული პირი, გადაიხადოს უკან ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი (კვება, განთავსება, სახმელეთო ტრანსპორტი, დაბრუნების საფასური და ა.შ.).

ავიაკომპანიის მოვალეობები:

  • ავიაკომპანია პასუხისმგებელია თანმხლები პირის გარეშე მოგზაურ ბავშვზე იმ წუთიდან, როდესაც მშობელი/მეურვე მას აბარებს ავიაკომპანიას, იმ წუთამდე, სანამ ავიაკომპანია ჩააბარებს ბავშვს დამხვედრ პირს.

ყველა მოთხოვნის, შეზღუდვის და არასრულწლოვანთა ტრანსპორტირების ყველა  ფორმალობების შესასრულებლად, მშობლები ან კანონიერი მეურვეები წინასწარ უნდა დაუკავშირდნენ ავიაკომპანიას მისამართზე [email protected] .

მოგზაურობა ჩვილებთან ერთად

ჩვილს (14 დღიდან - 2 წლამდე) შეუძლია მხოლოდ თანმხლების კალთაში მგზავრობა;
ჩვილისთვის განკუთვნილი ბილეთი ზრდასრულის ბილეთის 10%-ია;
ზრდასრული, რომლის ჯავშანზეც ხდება ჩვილის დამატება, თავისუფლდება აეროპორტის მოსაკრებლისგან. 

  • გამგზავრებისა და დაბრუნების დროს ჩვილი უნდა იყოს 2 წლამდე ასაკის;
  • ერთ ზრდასრულს შეიძლება თან ახლდეს მხოლოდ ერთი ჩვილი;
  • დამატებითი ადგილის შეძენის შემთხვევაში თვითმფრინავში შესაძლებელია ჩვილებისთვის განკუთვნილი უკან მიმართული მანქანის სავარძლის ატანა;
    - მანქანის სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს შიდა უსაფრთხოების ღვედით, რომ მოხდეს თვითმფრინავის სავარძელზე არსებული უსაფრთხოების ღვედით მისი დამაგრება.


დამატებითი ადგილის შეძენა შეგიძლიათ:
- ავიაბილეთის შეძენის დროს;
- შეძენილი ავიაბილეთის შემთხვევაში, შემდეგ ლინკზე გადასვლის მეშვეობით: Link

- ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით: [email protected] / +995 322 501 777

 

ჩვილთან ერთად მყოფ მგზავრს თვითმფრინავის სალონში შეუძლია თან იქონიოს ბავშვის აქსესურებისთვის განკუთვნილი ხელბარგი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10კგ-ს. 

 

საბავშვო ეტლი უნდა იყოს ჩაბარებული რეგისტრირებულ ბარგთან ერთად.  მისი  ტრანსპორტირება უფასო მხოლოდ იმ შემთხვევაშია,  თუ ჩვილი ამავე რეისით მგზავრობს. სხვა შემთხვევაში ეტლისთვის დამატებითი საფასურის გადახდაა საჭირო.

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკი ითვლება არასრულწლოვანად?

თანმხლები პირის გარეშე არასრულწლოვნები, როგორც წესი, 5-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში ასაკობრივი ზღვარი შეიძლება 16 წლამდე იყოს.

რა საბუთებია საჭირო არასრულწლოვნის თანმხლების გარეშე გასამგზავრებლად?

საჭიროა მშობლის ხელმოწერილი თანხმობის წერილი, რომელიც დაადასტურებს, რომ მშობლები არასრულწლოვანს აძლევენ მგზავრობის უფლებას.

რა მოხდება, თუ ფრენა გადაიდო ან გაუქმდება, როდესაც არასრულწლოვანი თანმხლების გარეშე მოგზაურობს?

ფრენის გადადების ან გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანია უზრუნველყოფს, რომ თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე სათანადოდ იზრუნოს შემდგომი ღონისძიებების განხორციელებამდე.

რა ასაკის ბავშვები ითვლებიან ჩვილად საჰაერო მოგზაურობისთვის?

ჩვილი არის 2 წლამდე ასაკის ბავშვი.

შემიძლია ეტლის და მანქანის სავარძლის ფრენის დროს წამოღება?

დიახ, ჩვილთან ერთად მოგზაურობისას შეგიძლიათ ეტლი ან მანქანის სავარძელი თან იქონიოთ და მათი ტრანსპორტირება უფასოა.

შემიძლია თუ არა საკვების შეტანა ფრენის დროს ?

ბავშვის საკვები ნებადართულია თქვენს ხელბარგში.

რა დოკუმენტებია საჭირო ჩვილთან ერთად მოგზაურობისას?

დაგჭირდებათ ჩვილის პასპორტი და მშობლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, როგორიცაა დაბადების მოწმობა.