კონფიდენციალობის პოლიტიკა
ვინ ვართ ჩვენ?
შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს (ავიაკომპანიას), რომლის სამგზავრო მიმართულების საფირმო დასახელებაა „ჯორჯიან ვინგზ“ (შემდგომში: „ავიაკომპანია“, „ჯორჯიან ვინგზ“, „ჩვენ“, „ჩვენი“).
ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია: 406198485.
იურიდიული მისამართი: არბოშიკის ქ. N2, ისნის რაიონი, თბილისი, საქართველო.
ვებ-გვერდი: https://georgianwings.com
ტელ: +995322502777
შესავალი
წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკით (შემდგომში მოხსენიებული, როგორც - „პოლიტიკა“) განისაზღვრება თუ როგორ ზრუნავს ავიაკომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და რა პრინციპებით ხელმძღვანელობს მათი დამუშავებისას. ,,პოლიტიკით“ თქვენ მოგეწოდებათ ინფორმაცია მონაცემთა დაცვის უფლებებისა და მათი რეალიზაციის შესახებ.
პოლიტიკა ვრცელდება ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ჩვენ ვამუშავებთ თქვენ შესახებ, როგორც მომხმარებელთან ან პოტენციურ მომხმარებელთან ურთიერთობის თვალსაზრისით.
ჩვენ გპირდებით, რომ ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე, არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად და თქვენი სურვილის შემთხვევაში მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.
,,პოლიტიკაში“ გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
რას ნიშნავს პერსონალური მონაცემები?
პესონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.
რა სახის ინფორმაცია ვამუშავებთ თქვენს შესახებ?
მომსახურების გაწევისას, მოხმარებელთან ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს მაგრამ არ შემოიფარგლება/არ არის ამომწურავი ქვემოთ ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემებს მათი დამუშავების მიზნის პროპორციული მოცულობით:
საიდენტიფიკაციო მონაცემები:
- სახელი გვარი
- დაბადების თარიღი
- საიდენტიფიკაციო ნომერი
- საპასპორტო მონაცემები
- სქესი
- მოქალაქეობა
საკონტაქტო მონაცემები
- ელექტრონული ფოსტა
- საკონტაქტო ნომერი
დამატებითი მონაცემები
- გადახდის დეტალები/საბანკო რეკვიზიტი
- ჯავშნის ნომერი
- ჩვენ გვთხოვთ შეგვატყობინოთ მხოლოდ ისეთი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომლებიც საჭიროა თქვენს მიერ არჩეული სერვისის ან მომსახურების გაწევისთვის, ან თქვენზე სპეციალური მოთხოვნის/პრეტენზიის პასუხის გაცემაზე. ამავე დროს, თუ თქვენ გადაწყვეტთ შეგვატყობინოთ ნებისმიერი დამატებითი პერსონალური მონაცემი, ჩვენ შევძლებთ მათი უსაფრთხოების სათანადო დაცვას.
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები:
- ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, როგორიცაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემები (მაგალითად, როდესაც ჩვენგან და/ან აეროპორტის ოპერატორისგან ითხოვთ სპეციალურ დახმარებას, მაგალითად, როგორიცაა, ჟანგბადის მიწოდება ან/და პირველადი დახმარება), ან როდესაც უსაფრთხოების მიზნით გვაწვდით ინფორმაციას ფრენის ამტანობასთან დაკავშირებით (მაგალითად, ინფორმაციას ორსულობის ან ალერგიის შესახებ). თუ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა სპეციფიკურია ან თუ თქვენ მოითხოვთ ფრენის სპეციალურ მომსახურებას ან დახმარებას, ამ შემთხვევაში უნდა მოგვაწოდოთ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
- თქვენი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დასამუშავებლად, შესაძლოა, დაგვჭირდეს წერილობითი თანხმობა თქვენი მხრიდან. ჩვენ ვალდებული ვართ, მივიღოთ თქვენი ეს თანხმობა, ხოლო თუ უარს იტყვით ან გამოიხმობთ თქვენს თანხმობას, შესაძლოა, მოთხოვნილი სერვის(ებ)ი ვერ გაგიწიოთ.
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს უფლებებს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, შესაბამისად, პერსონალური მონაცემები:
- მუშავდება კანონიერად, სამართლიანად და თქვენთვის გამჭვირვალედ;
- გროვდება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის და ამ მიზნების შესაბამისად;
- მუშავდება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, არის თანაზომიერი იმ მიზნებისთვის, რომელთათვისაც მუშავდება;
- არის ზუსტი და, საჭიროების შემთხვევაში, ხდება მათი განახლება;
- ინახება ასეთი მონაცემთა დამუშავების მიზნებისთვის საჭირო ვადის განმავლობაში (რეალური საჭიროებიდან ან/და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებ(ებ)იდან გამომდინარე);
- მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მონაცემთა დამუშავებისას მიღებულია ისეთი ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას;
მონაცემების დამუშავების მიზნები
ჩვენ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის და მათი შესაბამისი მოცულობით. ჩვენ მიერ მონაცემები შეიძლება დამუშავდეს სხვადასხვა მიზნით, მათ შორის:
- მომსახურების გასაწევად, ავიაბილეთის ჯავშნის გასაკეთებლად, ავიაბილეთის (ან სხვა დაკავშირებული სერვისის) შეძენის/რეალიზაციის მიზნით, თანხის გადახდისთვის, ავიაბილეთის გადაჯავშნისთვის/გადაცვლისთვის, ჯავშნის სამართავად;
- ჩვენი წესები & პირობები – გადაყვანა-გადაზიდვის ზოგადი პირობების შესასრულებლად (https://georgianwings.com/);
- თანხის უკან დაბრუნების მიზნით, კომპენსაციის გაცემის მიზნით;
- ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- მგზავრთან კომუნიკაციის მიზნით, მაგალითად, როგორიცაა ფრენასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეტყობინების სახით გაგზავნა/ჩაბარება;
- თქვენს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, თქვენი უკუკავშირის მიღებისთვის, თქვენი მოთხოვნების დასამუშავებლად;
- შესაბამისი მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად, მაგალითად, როგორიცაა იმიგრაციასთან, საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, მომხმარებელთა დაცვასთან, აუდიტთან დაკავშირებული რეგულაციები;
- მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
- მარკეტინგული მიზნით, რაც გულისხმობს თქვენი თანხმობით ჩვენ მიერ სხვადასხვა პროდუქტის/მომსახურების პერიოდულ შეთავაზებას, მარკეტინგული აქტივობების შემუშავებას/დაგეგმვას;
- ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დასაცავად;
- გაითვალისწინეთ, რომ თქვენსა და ჩვენს შორის დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან თქვენთვის მომსახურების გასაწევად დაგვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემები. თუ მოთხოვნილ პერსონალურ მონაცემებს არ მოგვაწვდით, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველა იმ მომსახურების ან მათი ნაწილის გაწევას, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
- გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენ მიერ ავიაბილეთ(ებ)ს სხვისთვის შეძენის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი ანგარისწორების შესახებ ინფორმაცია, მაგრამ შესაძლოა პირდაპირ დავუკავშირდეთ მგზავრს და მივაწოდოთ ინფორმაცია მისი ფრენის შესახებ.
მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები:
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველია (ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არანაკლებ ერთი):
- თქვენი თანხმობა მონაცემთა დამუშავების თაობაზე;
- მონაცემთა დამუშავების აუცილებლობა თქვენთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან თქვენი მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები;
- მონაცემთა საჯაროდ ხელმისაწვდომობა;
- თქვენი განცხადების განხილვა (მომსახურების გაწევა);
- ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები;
- თქვენი ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დაცვა;
- მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დაცვა;
მონაცემთა შენახვის ვადა
„ჯორჯიან ვინგზ“ თქვენს მონაცემებს ინახავს:
- დამუშავების კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო დროით;
- მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;
- კანონმდებლობით განსაზღვრული დროით;
- ჩვენი კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად საჭირო დროით;
- ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის ან/და სამართლებრივი უფლებების დაცვისათვის საჭირო დროით;
შენახვის შესაბამისი დროის განსაზღვრისათვის ჩვენ ვითვალისწინებთ მონაცემების რაოდენობას, სახეს, კატეგორიას, ასევე მიზანს, რომლისთვისაც ვამუშავებთ მონაცემს და შესაძლებელია თუ არა ამ მიზნის მიღწევა სხვა საშუალებ(ებ)ით, მონაცემთა დამუშავების გარეშე.
ვის ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს?
პერსონალური მონაცემების კატეგორიის და დამუშავების მიზნის გათვალისწინებით, მონაცემებზე წვდომა აქვთ, მხოლოდ ჩვენს შესაბამის დეპარტამენტებს/ორგანიზაციულ ერთეულებს.
ჩვენი მომსახურებით სრულყოფილად სარგებლობისათვის, ჩვენ ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს(სახელმწიფო ორგანოები,პარტნიორი ავიაკომპანიები,სხვა პარტნიორები ) რომლებიც ვალდებულნი არიან მონაცემთა სათანადო დაცვაზე, ისეთი მომსახურების მისაღებად როგორიცაა:
- ჯავშნის მართვა;
- გადახდების დამუშავება;
- მომსახურებები აეროპორტში, მაგალითად, როგორიცაა: ავიაბილეთების რეალიზაცია, ბარგთან დაკავშირებული მომსახურებები, ავიაბილეთების გადაჯავშნა/გადაცვლა, ცვლილება ავიაბილეთში, მიწისზედა მომსახურება;
- აუდიტორული, საკონსულტაციო, იურიდიული და სხვა პროფესიული მომსახურება;
- IT სერვისის მომსახურება;
- მარკეტინგული მომსახურება;
სახელმწიფო ორგანოები;
- კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, ჩვენ მოგვეთხოვება თქვენი მონაცემების გადაცემა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანოებისათვის. ასეთი უწყებები და ორგანოები შეიძლება იყოს: სამართალდამცავი ორგანოები, სასაზღვრო პოლიცია, იმ სახელმწიფოთა საიმიგრაციო ორგანოები, სადაც თქვენ მიემგზავრებით. მიუხედავად მათი კანონიერი მოთხოვნისა, თუკი ჩვენ არ გავუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და ორგანოებს, თქვენ შეიძლება უარი გეთქვათ დანიშნულების ადგილამდე მგზავრობაზე ან არ მოგეცეთ დანიშნულების ადგილზე შესვლის ნებართვა.
პარტნიორი ავიაკომპანიები;
- საჰაერო ტრანსპორტირების მომსახურების გაწევისას, ჩვენ ვუზიარებთ თქვენს მონაცემებს ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანიებს, მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი ჩართულნი არიან თქვენს ტრანსპორტირებაში. გარდა ამისა, თუ რომელიმე პარტნიორი ავიაკომპანია ჩაერთვება თქვენს ტრანსპორტირებაში, მას ექნება შესაძლებლობა გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს თქვენთვის მომსახურების სრულყოფილად გასაწევად.
სხვა პარტნიორები;
- თქვენ შეიძლება დაჯავშნოთ ავიაბილეთები ჩვენს ავიარეისებზე, ავიასააგენტო ქსელის საშუალებით, რომლებიც იყენებენ გლობალურ სადისტრიბუციო დაჯავშნის სისტემებს(GDS). ამრიგად, დაჯავშნის სისტემები იღებენ წვდომას მონაცემებზე დაჯავშნის მომენტში. ეს ხდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ გქონდეთ შესაძლებლობა დაჯავშნოთ ავიაბილეთი, შეუკვეთოთ ნებისმიერი სხვა დამატებითი სერვისი ან შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ჯავშანში.
- ჩვენი მთავარი დაჯავშნისა და ავიაბილეთების რეალიზაციის სისტემა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს არის „Videcom“. აღნიშნულ სისტემას ნაკისრი აქვს ვალდებულება თქვენი მონაცემების სათანადო წესით დამუშავებასთან და დაცვასთან დაკავშირებით.
- ჩვენ ასევე ვაძლევთ წვდომას თქვენს პერსონალურ მონაცემებზე ჩვენი დაჯავშნისა და ავიაბილეთების რეალიზაციის სისტემის შემქმნელებს და ონლაინ რეგისტრაციის სისტემებს, რომლებიც პერსონალური მონაცემების დამმუშავებლები არიან, რათა განხორციელდეს ამ სისტემების ექსპლუატაცია.
პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის:
- თქვენს პერსონალურ მონაცემებს მარკეტინგული მიზნებისთვის ვიყენებთ მხოლოდ თქვენი თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული გვჭირდება იმისათვის, რათა მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია.
- თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფორმით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი სერვისი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის სასურველი.
- თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს გაითხოვოთ თქვენი თანხმობა, დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს „ჯორჯიან ვინგზ“-ის საკონტაქტო ინფორმაციის, მათ შორის, ცხელი ხაზის +995322502777 ან/და ელექტრონული ფოსტის – [email protected] მეშვეობით ან/და უშუალოდ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას შემოთავაზებული უარის თქმის მექანიზმის საშუალებით.
- ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და თქვენი მოთხოვნის მიღებიდან 5-7 დღეში შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
- ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოგიგზავნოთ შეტყობინებები და სხვა SMS ტექსტები სხვა საკომუნიკაციო სისტემების საშუალებით, რათა შეგატყობინოთ თქვენი ფრენის შესახებ, ან მივიღოთ თქვენი უკუკავშირი ფრენის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.
კონფიდენციალობის გარანტიები
„ჯორჯიან ვინგზ“ უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
„ჯორჯიან ვინგზ“ ზრუნავს თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე).
თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელსაც გვაწვდით. თქვენი მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ და მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, უზუსტობის წაშლა, ცვლილებების შეტანა. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად სწრაფად შევიტანოთ მოთხოვნილი ცვლილებები იმ დროისთვის მოქმედ ჩვენს მონაცემთა ბაზებში. თუ თქვენ მიერ მოწოდებული რაიმე ინფორმაცია არშეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია (ან აღარ შეესაბამება სინამდვილეს, აღარ არის ზუსტი, მოძველდა ან არასრული გახდა), ან/და ავიაკომპანიას საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, არ არის ზუსტი, მოძველებული ან არასრულია, ჩვენ უფლება გვაქვს შეგიწყვიტოთ მომსახურების მოწოდება.
„ჯორჯიან ვინგზ“ ატარებს უსაფრთხოების სათანადო ზომებს და პროცედურებს, რათა დაიცვას მისი კონტროლის ქვეშ არსებული მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირებისა და უკანონო განადგურებისგან ან შემთხვევითი დაკარგვისგან.
ჩვენ გულისხმიერად ვეკიდებით თქვენ უფლებას კონფიდენციალობასა და მონაცემების დაცვის თაობაზე და გარდა წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა, თქვენ პერსონალურ ინფორმაციას გავამჟღავნებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კანონი, ზედამხედველი ან სამართალდამცავი ორგანო, ან/და, თუ საკუთარი უფლებების ან სხვათა უფლებების დასაცავად, ადამიანებისა და საკუთრებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად, ან გასავრცელებლად კომპანია თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილად ჩათვლის, გამჟღავნდეს თქვენი მონაცემები.
თქვენ სარგებლობთ მონაცემთა უფლებებით:
- ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ მოგვმართოთ და მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაცია ან/და მონაცემების ასლები, რომელიც თქვენი სათანადოდ იდენტიფიცირების შემდეგ მოგეწოდებათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში.
- თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების განახლება, გასწორება ან/და შევსება თუ ის არ არის სწორი ან სრული.
- ასევე, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, მათი წაშლა ან/და განადგურება, აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისი პროცედურების დაცვით დამუშავების შემდგომ, კანონით გათვალისწინებულ ვადაში გეცნობებათ თქვენი მოთხოვნის შესრულების სტატუსის შესახებ. თუმცა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება უარი ვთქვათ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ თქვენი მონაცემების დამუშავებისთვის არსებობს სხვა სამართლებრივი საფუძველი ან მონაცემებს ვამუშავებთ სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით, მონაცემების დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად ან/და მათი დამუშავება ხდება კანონით გათვალისწინებული საჯარო ინტერესებისთვის არქივირების მიზნით, ან სტატისტიკური მიზნებისთვის და ამ უფლების განხორციელება შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად დააზიანებს განსაზღვრული მიზნების მიღწევას.
- შეგიძლიათ მოითხოვოთ ასევე მონაცემთა დაბლოკვა ან გადატანა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ მონაცემთა დამუშავების თაობაზე გაცემული თქვენი თანხმობა. ამგვარ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას და წავშლით უკვე დამუშავებულ მონაცემებს, თუ არ არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თანხმობის გამოხმობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეფერხება ან/და ვერ შევძლოთ თქვენთვის მომსახურების სრულყოფილად გაწევა.
- ნებისმიერი სხვა უფლებით რომელსაც ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მოთხოვნაზე რეაგირებამდე, ჩვენ გვაქვს უფლება, მოგთხოვოთ თქვენი ვინაობის დადასტურება/ვერიფიკაცია.
ცვლილებები პოლიტიკაში
ჩვენ უფლება გვაქვს, ნებისმიერ დროს განვაახლოთ პოლიტიკა. პოლიტიკის ცვლილების შემთხვევაში განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ჩვენს საიტზე: www.georgianwings.com.
როგორ დაგვიკავშირდეთ?
თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე: [email protected].
ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ.ფოსტაზე: [email protected].
იმედი გვაქვს, შევძლებთ მოგაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია.