ჩვენ შესახებ

შპს ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ დაარსდა 2017 წელს საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. „ჯეო სქაი“ დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით.

 

7 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად კომპანია „ჯეო სქაი“-მ დააარსა სამგზავრო მიმართულების ბრენდი, სავაჭრო სახელწოდებით Georgian Wings-ი,  რომელიც 2023 წლის ივლისის თვიდან წარმატებით ახორციელებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს. Georgian Wings -ის მიზანია შეასრულოს მთავარი როლი კავკასიის რეგიონში მგზავრთა საჰაერო გზით მოგზაურობის და გადაადგილების მიმართულებით.