ინტერნეტით დაჯავშნა
უბრალოდ იპოვეთ სასურველი რეისი ჩვენი მთავარი გვერდიდან და მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს.
მოთხოვნისას, შეიყვანეთ შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია:
- მგზავრის დეტალები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- ანგარიშსწორების ინფორმაცია
ამ პროცესის დასრულების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავიაბილეთს.
ავიაბილეთი
თქვენს ელ-ფოსტის მისამართზე გამოიგზავნება ავიაბილეთი, რომელშიც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:
- ჯავშნის უნიკალური კოდი
- ავიაბილეთის ნომერი
- რეისის ნომერი
- მგზავრობის თარიღი და დრო
- გამგზავრების და დანიშნულების ადგილების დეტალები
- სრული ღირებულება
ავიაბილეთის ტურისტულ სააგენტოში ან მესამე მხარის ვებსაიტის მეშვეობით დაჯავშნის შემთხვევაში, ავიაბილეთს სააგენტო მოგაწვდით. თუ ჯავშანი არ გაფორმდა თქვენ მიერ, რეისებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციისთვის გამოყენებული იქნება ჯავშნის მფლობელის საკონტაქტო ინფორმაცია.
შემდგომი რეისები
ჩვენ მიერ მგზავრების გადაყვანა პირდაპირ ორ ქალაქს შორის ხორციელდება. ჩვენ არ გთავაზობთ რეისებს გადაჯდომებით და შესაბამისად, ყოველი ინდივიდუალური მგზავრობისთვის ბარგის ხელახლა რეგისტრაცია დაგჭირდებათ.
შეტყობინებები
დაჯავშნისას მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია შეიძლება თქვენი რეისის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებული შეტყობინებების გამოსაგზავნად გამოვიყენოთ. თქვენი მხრიდან საჭიროა შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის მითითება
- ტელეფონის ნომერი;
- ელ-ფოსტის მისამართი.
თუ დაჯავშნა ტურისტული სააგენტოს მიერ ან მესამე მხარის ვებსაიტის მეშვეობით განხორციელდა და მასში მგზავრის ელ-ფოსტის მისამართი მითითებული არ არის, შეტყობინებები ტურისტული სააგენტოს ელ-ფოსტის მისამართზე გაიგზავნება. აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება ტურისტული სააგენტოს პასუხისმგებლობაა.
Georgian Wings არ აგებს პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მგზავრს მიადგა ელ-ფოსტის მისამართის და/ან ტელეფონის ნომრის არასწორად მითითებით, ან იმ შემთხევაში, თუ მას არ ჰქონდა წვდომა, ან რეგულარულად არ ამოწმებდა ელ-ფოსტის მითითებულ მისამართს, ან/და თუ ტელეფონის მოწოდებულ ნომრებზე მასთან დაკავშირება შეუძლებელი იყო.