მიმდინარე წლის 15 აპრილს, მოლდოვას დედაქალაქ კიშინაუში ,,Georgian Wings”-მა მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის ავიაკომპანიის პრეზენტაცია გამართა.
Georgian Wings-მა მოლდოვას ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს ტურისტული პოტენციალი და ავიაკომპანიასთან თანამშრომლობის შესაძლებლობები გააცნო. ავიაკომპანიის ექსკლუზიური პრეზენტაცია იყო პლატფორმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის, დეტალურად გაცნობოდნენ ავიაკომპანიის ისტორიას, არსებულ მარშრუტებსა და სამომავლო გეგმებს.