ძვირფასო მგზავრებო,
გვინდა გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელებით Georgian Wings-ის ერთ-ერთი მგზავრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,
თითქოს და ავიაკომპანიამ მგზავრს ავიაბილეთით განსაზღვრულ სერვისში დამატებითი ღირებულების გადახდა მოსთხოვა.
Georgian Wings-მა გადაამოწმა მომხდარი ფაქტის შესახებ დეტალები და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის საზოგადოებისთვის არასწორად მიწოდებული და სიმართლეს არ შეესაბამება. აქვე გამოვთქვამთ მზადყოფნას კონკრეტული მგზავრის თანხმობის შემთხვევაში დეტალურად გავასაჯაროოთ თუ რა სახის ავიაბილეთი და ბარგი იყო შეძენილი.
ჩვენს პერსონალს აქვს მიღებული ინსტრუქცია, რომ შეასრულონ სამუშაოები და პროცედურები, მსოფლიოში მიღებული და აღიარებული სტანდარტების, შიდა და საერთაშორისო აუდიტების რეკომენდაციების შესაბამისობიდან გამომდინარე.
ავიაკომპანია მოქმედებს მკაცრად განსაზღვრული სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების, მგზავრთა გადაყვანის წესების, პირობებისა და ტარიფების პოლიტიკის თანახმად, რომლითაც იქნა შეძენილი ავიაბილეთი. Georgian Wings-ის მგზავრს, რომელსაც გაუჩნდება ნებისმიერი სახის კითხვა ან წარმოექმნება რაიმე სახის პრობლემა ჩვენი სერვისით სარგებლობის დროს, აქვს შესაძლებლობა პირდაპირ ავიაკომპანიის წარმომადგენლისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
ვიმედოვნებთ, რომ ადგილი აქვს მგზავრის მხრიდან გაუგებრობას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სხვა დროს ჩვენი ავიაკომპანიის სერვისების მომხმარებლები უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან ავიაკომპანიისთვის რეპუტაცია უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს აკეთებს საავიაციო სფეროში არსებული მაღალი სტანდარტების შესაბამისად.
Georgian Wings-ი გავრცელებული გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის შედეგად განიცდის რეპუტაციულ ზიანს.
აქვე კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ Georgian Wings-ის პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრი და გარანტირებულად ხარისხიანი, უსაფრთხო მომსახურება მგზავრის გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის მიმართულებით
პატივისცემით,
თქვენი ავიაკომპანია Georgian Wings-ი