Georgian Wings-ი თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებს

28 მარ 2024

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი, ამა წლის 7 მაისიდან იწყებს პირდაპირ რეგულარულ ფრენებს თბილისი-პრაღა-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული მარშრუტის დანიშვნით Georgian Wings-ი აკავშირებს საჰაერო გზით ორ ისტორიულ დედაქალაქს ერთმანეთთან, თავისი ცნობილი და მდიდარი კულტურით, ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, გამორჩეული არქიტექტურითა და თვალწარმტაცი პეიზაჟებით.

Georgian Wings-ი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, პრაღის საერთაშორისო აეროპორტში, კვირაში ორი სიხშირით ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 148 მგზავრზე გათვლილი ბოინგ 737-ით შეასრულებს.