Georgian Wings-ის განცხადება მოლდოვას საინფორმაციო სააგენტო MOLD STREET-ის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ

2023 წლის 9 დეკემბერს,  მოლდოვას საინფორმაციო სააგენტოს ,,MOLD STREET"-ის მიერ, გავრცელებულ იქნა ინფორმაცია თითქოს ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი არის უკრაინის მიერ სანქცირებული ავიაკომპანია და წარმოადგენს სხვა ქართულ ავიაკომპანიას.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, რომ ავიაკომპანია ,,Geosky”/,,Georgian Wings" არასდროს არ ყოფილა სანქცირებული არც ერთი ქვეყნის მიერ.
 
შპს ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“ დაარსდა 2017 წელს საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. ,, ჯეო სქაი“ დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით. 
 
6 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად ავიაკომპანია ,,ჯეო სქაი“-მ დააარსა სამგზავრო მიმართულების ბრენდი, სავაჭრო სახელწოდებით Georgian Wings-ი, რომელიც 2023 წლის ივლისის თვიდან წარმატებით ახორციელებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს.