Georgian Wings-ი 2024 წლის 20 თებერვალს პირველ სამგზავრო რეგულარულ რეისს შეასრულებს თბილისი-ტაშკენტი-თბილისის მიმართულებით, ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ავიაკომპანიის ოფიციალური საიტის მეშვეობით https://georgianwings.com/ , ასევე ავია სალაროებსა და ტურისტულ კომპანიებში.
ფრენები შესრულდება ყოველ სამშაბათს და შაბათს. მგზავრებს, თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე, 148 მგზავრზე გათვლილი, Boeing 737-300-ის ტიპის საჰაერო ხომალდი მოემსახურება.
ავიაკომპანია მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, სთავაზობს როგორც პირდაპირ, ასევე ტრანზიტულ ავიაბილეთს.
Georgian Wings-ი ახორციელებს ფრენებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო რეისებზე, თბილისი-ბათუმის და თბილისი-ბაქოს მიმართულებით.
2024 წლის თებერვლის თვიდან Georgian Wings-ი, უზბეკეთის და მოლდოვის გარდა, ასევე რეგულარული ფრენების შესრულებას გეგმავს ყაზახეთში.
ავიაკომპანია Geosky დაარსდა 2017 წელს საქართველოში. ავიაკომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამგზავრო და სატვირთო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვები. Geosky დაარსების დღიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე სატვირთო-საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების მიმართულებით. 6 წლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად ავიაკომპანია Geosky-მ დააარსა სამგზავრო მიმართულების ბრენდი, სავაჭრო სახელწოდებით Georgian Wings-ი, რომელიც 2023 წლის ივლისის თვიდან წარმატებით ახორციელებს როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებს.