Georgian Wings-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამგზავრო რეგულარული ფრენების პროექტისა და საჰაერო ხომალდის პრეზენტაცია წარადგინა. პროექტის პრეზენტაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე, აეროპორტების გაერთიანების, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-ს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის ფარგლებში Georgian Wings-მა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, პირველი საჩვენებელი ფრენა განახორციელა და საჰაერო ხომალდი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში დაეშვა. სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ტურიზმის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილ, ქვეყნის შიდა რეგულარული ფრენების განხორციელების დაწყების გეგმას და საჰაერო ხომალდის პრეზენტაციას გაეცნენ. შეგახსენებთ, რომ 28 ივლისიდან, Georgian Wings-ი სამგზავრო რეგულარულ ფრენებს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, 70 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად შეასრულებს.
აირჩიეთ ენა
ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით პირველი საჩვენებელი ფრენა განახორციელა
25 ივლ 2023