Georgian Wings-მა თბილისი-კიშინაუს მიმართულებით საინაუგურაციო ფრენა შეასრულა

21 თებ 2024
image

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-მა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან მოლდოვას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით პირველი,  რეგულარული ფრენა შეასრულა.

 

Georgian Wings-ის საჰაერო ხომალდის დაშვებას, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტი საზეიმო ვითარებაში ტრადიციულად წყლის თაღით დახვდა.

პირველი რეგულარული ფრენის ღონისძიება, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში საზეიმო ვითარებაში წარიმართა. მგზავრთა დახვედრა მოლდოვური ტრადიციების შესაბამისად მოხდა, ხოლო  მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პირველი ფრენის რეგისტრაცია კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ქართული ტრადიციული მუსიკისა და აქტივობების ფონზე მიმდინარეობდა.

ღონისძიებას, როგორც Georgian Wings-ის ხელმძღვანელი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მოლდოვას რესპუბლიკაში ლევან დიასამიძე, კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტის და  Georgian Wings-ის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

Georgian Wings-ის პრეზიდენტის ბატონი შალვა კიკნაძის განცხადებით  ,,  ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი იწყებს ახალ მიმართულებას თბილისი-კიშინაუ-თბილისი კვირაში 2 სიხშირით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული კიშინაუს მიმართულებით ფრენების დაწყების თაობაზე, გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, აღნიშნული ფრენა უფრო  დააახლოებს   საქართველოსა და მოლდოვეთს და ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის ზრდას“.

ღონისძიების დასრულების შემდგომ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, აღნიშნული საჰაერო მიმოსვლის დანიშვნის მნიშვნელობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

,,დღეს სასიხარულო დღე გვაქვს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Wings-მა დაიწყო პირდაპირი რეისების განხორციელება კიშინაუს მიმართულებით. რეისები იქნება კვირაში ორჯერ და არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ჩვენი კულტურა ჩვენი ქვეყანა უფრო ახლოს გავაცნოთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს. საკმაოდ აქტიური ტურისტები არიან მოლდოველები, ამიტომ დიდი იმედი მაქვს ძალიან სწრაფად ერთ-ერთი საყვარელი მიმართულება გახდება საქართველო“.- განაცხადა ლევან დიასამიძემ-  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოლდოვას რესპუბლიკაში.

Georgian Wings-ი დღეიდან ფრენებს თბილისი-კიშინაუ-თბილისის მიმართულებით, ყოველ სამშაბთს და შაბათ დღეს, რეგულარულად კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.