Georgian Wings-ი მგზავრებს ახალ სატარიფო პოლიტიკას სთავაზობს

10 calendar-november 2023

ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი სატარიფო პოლიტიკის კორექტირებას ახდენს და მგზავრებს ბორტზე უფრო მეტი წონის ხელბარგის ატანის შესაძლებლობას აძლევს.

ავიაკომპანიამ სატარიფო პოლიტიკის ცვლილების შესახებ ინფორმირება უკვე მოახდინა პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლების და 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ცვლილება ასახული იქნება ავიაკომპანიის ვებგვერდზეც.

ამიერიდან Georgian Wings-ის სატარიფო პოლიტიკა მოიცავს მხოლოდ ორ Fare Families:

Lite (RBD LL) - 7კგ ხელბარგი 0კგ რეგისტრირებული ბარგი  

Plus (RBD PP) - 7 კგ ხელბარგი  20კგ რეგისტრირებული ბარგი


შიდა რეგიონალურ და საერთაშორისო რეისებზე უფასო ხელბარგის ნორმა გაზრდილია 7კგ-მდე.